22:29 | 2020-12-12 ავტორი: Prime Time

გვარამია ამბობს, რომ აშშ-ს ელჩი გიორგი გაბუნიას სასიკვდილოდ იმეტებს

გვარამია ამბობს, რომ აშშ-ს ელჩი გიორგი გაბუნიას სასიკვდილოდ იმეტებს

„მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს უპირისპირდება.

გვარამიას თქმით, გიორგი გაბუნიას აშშ-ს ელჩი ამერიკის ვიზას არ აძლევს, რითაც რუსეთისგან კილერით დევნილს სასიკვდილოდ იმეტებს.

 

„რაც გამომრჩა და დამავიწყდა მეთქვა: რუსეთისგან კილერით დევნილ გიორგი გაბუნიას რომ ამერიკის ვიზას არ აძლევს და თავისი ხელიდან სასიკვდილოდ იმეტებს, აი ესაა დღევანდელი ამერიკის ელჩი.

 

არც ესაა სირცხვილი? არც ეს არ უნდა ითქვას? აქაც ნამუსი უნდა შევუნახოთ, იმიტომ რომ ამერიკის ელჩია? არა, ბატონებო! სიმართლე სიმართლეა, გინდა ამერიკელს ეხებოდეს, გინდა ფრანგს და გინდა გერმანელს”, – წერს ნიკა გავრამია.

 

 

„ვცხოვრობთ ნაქირავებში. მთელი ფული გვეხარჯება შვილების განათლებაზე!
2020-12-12„ვცხოვრობთ ნაქირავებში. მთელი ფული გვეხარჯება შვილების განათლებაზე!" - ნიკა გვარამია ამბობს, რომ ქონების ჩამორთმევით დაემუქრნენ
ავტორი: Prime Time

X