
სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა საკუთარი ინიციატივით დააფუძნა მოძრაობა, რომელიც გაჭირვებული ადამიანებისთვის სურსათ-სანოვაგის მიტანით არის დაკავებული.
„სასწაულები ხდება. ეს ბაბუ ხომ გახსოვთ? წუხელ გავიგეთ რომ შიოდა, ბევრი საკვები მივუტანეთ კარანტინის დროს და ახლა ამ წერილს ვიღებ

არ გაჩერდეთ, თქვენ გენაცვალეთ, არ გაჩერდეთ.
მოძრაობა სირცხვილია
GE27TB7589236070100003
GE44BG0000000162241054
დანიშნულება: “ჰელფები”
ჩემო კარგო ქვეყანავ
ჰო, ჰოოო, ამდენ ოჯახში მივიტანეთ დღეს ბევრი საკვები და თბილი სამოსი
ყველაზე მაგარი იცით რა არის?
თქვენი გამოგზავნილი საკვები მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ ჩვენს დაძმებთან, 15 ყველაზე შეჭირვებულ ოჯახში ჩავიდა
ჰო, რუსეთი ოკუპანტია და სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოა!
არ გაჩერდეთ, თქვენ გენაცვალეთ, არ გაჩერდეთ
მოძრაობა სირცხვილია
GE27TB7589236070100003
GE44BG0000000162241054
დანიშნულება: “ჰელფები”
ჩემო კარგო ქვეყანავ” – წერს გიგა მაქარაშვილი.
ვინ არის მოხუცი, რომელიც ყოველთვიურად ემიგრანტისგან დახმარებას მიიღებს, ამის გასარკვევად გიგა მაქარაშვილს დავუკავშირდით.
„ჩვენ „ჰელფების“ კამპანია დავიწყეთ, გაჭირვებულ ადამიანებს ვეხმარებით. რამდენიმე ადამიანმა მოგვნიშნა პოსტზე, რომელზეც უკიდურესად გაჭირვებული კაცის შესახებ იწერებოდა. ჩვენ მასთან გავიქეცით და საჭმელ-სასმელი მივუტანეთ. ამის შემდეგ, სრულიად მოულოდნელად უცხო ადამიანი გამოჩნდა, ამ ემიგრაციაში მყოფმა ქალბატონმა ყოველთვიურად მოხუცი ადამიანის დახმარების სურვილი გამოთქვა. მას საკუთარი კონფიდენციალურობის გამხელა არ სურს. ძალიან დიდი მადლობა მას.
მოხუცს ჰყავს ძმა, რომელსაც კოვიდი აქვს, თვითონაც სოციალურად დაუცველია. ძალიან გვთხოვეს, რომ კონფიდენციალურობა დაცული ყოფილიყო, რადგან ეუხურეხულებათ, რომ ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა მათი ოჯახი.
ერთი მოხუცი რომ გადაურჩება შიმშილს და უწამლობას, ეს ზუსტად ვიცით, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ოთხ მოხუცს ოთხი ემიგრაციაში მყოფი დაეხმარება. მოხუცები სიხარულისგან ტირიან, მათგან ზღვა ემოცია მოდის. ყველას ძალიან დიდი მადლობა ამ კეთილი საქმისთვის. დიდი იმედი მაქვს, ეს კამპანია წარმატებით გაგრძელდება“,- განაცხადა მაქარაშვილმა.






















