19:29 | 2020-12-13 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რას ნიშნავს ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომი, რომელსაც გამოძიების შემდეგაც ვერ ხსნიან

რას ნიშნავს ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომი, რომელსაც გამოძიების შემდეგაც ვერ ხსნიან

რას ნიშნავს ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომი, რომელსაც გამოძიების შემდეგაც ვერ ხსნიან, – ამის შესახებ ექიმი ზაზა თელია წერს.

 

„ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომი (SIDS) არის 1 წლამდე ასაკის ბავშვის უეცარი სიკვდილი, რომლის ახსნა ვერ ხდება შემთხვევის გამოძიების შემდეგ. აშშ-ში ის არის სიკვდილის წამყვანი მიზეზი ერთი თვიდან ერთ წლამდე ასაკში.

 

არსებობს სხვადასხვა რისკფაქტორები:

 

1. დედისმიერი ფაქტორები:

 

ა. ახალგაზრდა ასაკი;

 

ბ. თამბაქოს მოხმარება ორსულობის პერიოდში:

 

გარდა იმისა, რომ ცნობილია და მტკიცებულებებით გამყარებულია მოწევის რისკი ორსულობის გამოსავალზე, ასევე მწეველობით ჩვილის უეცარი სიკვდილის (SUID, ჩვილის სიკვდილი <1 წელზე) რისკიც იზრდება.

 

აშშ-ში ჩატარებული კოჰორტული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ორსულობაში 1 ღერი სიგარეტის მოწევაც კი დღეში აორმაგებს ჩვილის უეცარი სიკვდილის (SUID) ალბათობას.

 

გ. გვიანი ან არა პრენატალური მოვლა.

 

2. ჩვილისმიერი და გარემო ფაქტორები:

 

ა. დღენაკლი ან/და მცირე მასის ახალშობილი;

 

ბ. მუცელზე მწოლიარე ძილი;

 

გ. ძილი რბილ ზედაპირზე და/ან თავისუფალი დასაფარებლით (loose blankets),

 

დ. ბალიში,

 

ე. საწოლის გაზიარება (მაგალითად მშობლების საწოლში ძილი), გადახურება – ზედმეტად გათბობა.

 

ამ რისკფაქტორებიდან ერთ-ერთი ყველაზე ხშირი რისკია ჩვილის მუცელზე მწოლიარე ძილი, რომელიც ყოვლად დაუშვებელია. მნიშვნელოვანია, მშობლების განათლებისა და ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით“, – წერს თელია სოცქსელში.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X