21:27 | 2020-12-13 ავტორი: Prime Time

„იყო ერთი პატარა ლამაზი გოგო, რომელსაც პატარა ვირუსი დაემართა“ – ნახეთ, რა ზღაპარს უყვება ქართველი ექიმი ჩვილს (ვიდეო)

„იყო ერთი პატარა ლამაზი გოგო, რომელსაც პატარა ვირუსი დაემართა“ – ნახეთ, რა ზღაპარს უყვება ქართველი  ექიმი ჩვილს  (ვიდეო)

იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ექიმი თეა ივანიაძე პატარა გოგონას, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა ზღაპარს უკითხავს.

 

ახალშობილის დედა ირი გორგილაძე ექიმებს მადლობას უხდის.

 

რას ნიშნავს ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომი, რომელსაც გამოძიების შემდეგაც ვერ ხსნიან
2020-12-13რას ნიშნავს ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომი, რომელსაც გამოძიების შემდეგაც ვერ ხსნიან

„უღრმესი მადლობა იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ჰოსპიტალს. განსაკუთრებული მადლობა და უდიდესი პატივისცემა მინდა გამოვხატო ახალშობილთა ინტენსიური განყოფილების სრული კოლექტივის მიმართ.

 

​თეა ივანიაძე თქვენ შეუდარებელი, საოცარი ექიმი და ადამიანი ბრძანდებით. მადლობა თქვენ, პროფესიონალიზმის, ყურადღებისა და იმ გულშემატკივრობისთვის, რომელსაც ამ დღეების მანძილზე ვგრძნობ და რომელიც ცოტათი მიმსუბუქებს ამ მდგომარეობას“, – წერს ირი გორგილაძე.

 

ავტორი: Prime Time

X