
უცხოეთში მოღვაწე ექიმის, ნანა გეგეჭკორის შემდეგ სოციალურ ქსელში ნუნუ გობრონიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ამჯერად, აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი ზურაბ გურული ეხმაურება.
„ეს არ არის ამ საცოდავი არსების თვითშემოქმედება. პოტენციურად სასიკვდილო, საშიში რჩევების გავრცელება ამერიკელი ექიმების სახელით. ვიღაც იყენებს ამ ფსიქიურად დაავადებული ადამიანის ფოტოს და იდენტობას.
რამდენიმე დღის წინ, შიდსის ცენტრის საიტზე დადებული მორიგი სამარცხვინო პასკვილის ქვეშ, სადაც შეპასუხება ვცადე, იმწამს გაჩნდა ოფიციალური ტროლების რაზმი და ერთ-ერთმა მათგანმა ძალიან საინტერესო პოსტი დადო – გავა ცოტა ხანი და დამტკიცდება, რომ შენი რეკომენდაციები სახიფათო და არასწორია და რომ რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა კიდეცო, მაშინვე მივხვდი, რა იქნებოდა მორიგი სვლა. ძალიან ბინძურები და დაუნდობლები ხართ! ფსკერს გაცდით კარგა ხანია. მოგეკითხებათ!
P.S. ძალიან გთხოვთ, იყავით ფრთხილად. მხოლოდ ჩვენს გვერდზე ჩვენს მიერ დადებული რეკომენდაციები გვეკუთვნის ჩვენ“, – წერს ზურაბ გურული.
























