11:23 | 2020-12-14 ავტორი: Prime Time

დღეიდან აშშ-ში მოსახლეობის ვაქცინაცია იწყება

დღეიდან აშშ-ში მოსახლეობის ვაქცინაცია იწყება

დღეიდან აშშ-ში Pfizer/BioNTech-ის მიერ დამზადებული კორონავირუსის ვაქცინით მოსახლეობის მასობრივი აცრა იწყება. NBC-ის ის ინფორმაციით, ვაქცინის გადამტანი სატვირთო მანქანები Pfizer-ის ქარხნიდან უკვე დაიძრნენ.

 

NBC-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოსახლეობა ვაქცინის პირველი პარტიის გადამზიდავ სატვირთო მანქანებს ოვაციებით ხვდება.

Video: ეს პანდემიაც გადაივლის, მთავრობაც შეიცვლება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა - ლელა კაკულია
2020-12-13Video: ეს პანდემიაც გადაივლის, მთავრობაც შეიცვლება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა - ლელა კაკულია

აშშ-ს არმიის გენერალ გუსტავ პერნას განცხადებით, რომელიც ვაქცინის განაწილებას აკონტროლებს, მიმდინარე კვირაში ვაქცინის სამ მილიონამდე დოზა მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ვაქცინაციის ცენტრებში თანაბრად განაწილდება.

 

მაღალი შანსია, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინა ხელმისაწვდომი უკვე იანვრიდან გახდეს, – ამის შესახებ პროფესორმა, სარა გილბერტმა განაცხადა, რომელიც ვაქცინაზე მომუშავე მცირე გუნდს ხელმძღვანელობდა.

 

პირველ ეტაპზე ვაქცინაციისთვის პრიორიტეტი სამედიცინო პერსონალს, თავშესაფრებში მცხოვრებ და მომუშავე ადამიენებსდა სხვა რისკ ჯგუფის წარმომადგენელებს მიენიჭებათ.

 

აშშ-ს მარეგულირებელმა ორგანომ, საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ, Pfizer/BioNTech-ის მიერ დამზადებული კორონავირუსის ვაქცინის გამოყენების უფლება პარასკევ საღამოს დაჩქარებული წესით გასცა.

ავტორი: Prime Time

X