12:40 | 2020-12-14 ავტორი: Prime Time

შემთხვევებმა კლება დაიწყო, პიკი თითქოს გადავიარეთ – ამირან გამყრელიძე

შემთხვევებმა კლება დაიწყო, პიკი თითქოს გადავიარეთ – ამირან გამყრელიძე

ნოემბრის ბოლოს დაწესებული შეზღუდვების შედეგები უკვე გამოჩნდა, – ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

გამყრელიძის თქმით, ახალი შემთხვევების რაოდენობამ შემცირება დაიწყო და პიკი უკვე გადავიარეთ.

 

“უკვე გამოჩნდა, რომ პიკი თითქოს ჩვენ გადავიარეთ. პიკში ვიყავით ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ახალი შემთხვევების ზრდამ დაიწყო ქვესვლა. მაგრამ ეს არის მხოლოდ პირველი ნიშნები და ეს არ არის საბაბი თვითდამშვიდების, იმიტომ რომ ეს არის განპირობებული რამდენიმე ფაქტორით, პირველ რიგში ესაა შემზუდღველი ღონისძიებები, მეორე გაფართოებული ტესტირება და მესამე გაზრდილი ნიღბის ტარების კულტურა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი: Prime Time

X