13:27 | 2020-12-14 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მოიხსნება თუ არა დაწესებული შეზღუდვები 24 დეკემბრიდან – გამყრელიძე ამ საკითხზე შეკრებას აანონსებს

მოიხსნება თუ არა დაწესებული შეზღუდვები 24 დეკემბრიდან – გამყრელიძე ამ საკითხზე შეკრებას აანონსებს

მოიხსნება თუ არა დაწესებული შეზღუდვები 24 დეკემბრიდან, – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭომ ეს საკითხი დღევანდელ სხდომაზე განიხილა.

 

შეჯერდა საკოორდინაციო საბჭო, რომ ჩვენ ამ კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციის განვითარებას დავაკვირდეთ და გადაწყვეტილებები მიიღება კვირის ბოლოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზომით და რა მასშტაბით უნდა იყოს ან არ იყოს შემსუბუქება“, – განმარტა გამყრელიძემ.

 

შემთხვევებმა კლება დაიწყო, პიკი თითქოს გადავიარეთ - ამირან გამყრელიძე
2020-12-14შემთხვევებმა კლება დაიწყო, პიკი თითქოს გადავიარეთ - ამირან გამყრელიძე

 

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.

 

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 191 063 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 161 681-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 839 მოქალაქე.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X