16:35 | 2020-12-14 ავტორი: Prime Time

ცნობილმა ბიზნესმენმა საკუთარ დაკეტილ კაფეში, კარანტინის გამო, თავი ჩამოიხრჩო (საბერძნეთი)

ცნობილმა ბიზნესმენმა საკუთარ დაკეტილ კაფეში, კარანტინის გამო, თავი ჩამოიხრჩო (საბერძნეთი)

ცნობილი ვოლოსელი ბიზნესმენი საკუთარ მფლობელობაში არსებულ კაფეში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ირკვევა, რომ 62 წლის მამაკაცს ოჯახი რამდენიმე საათის მანძილზე ეძებდა. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, კარანტინის გამო, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო და სიცოცხლე თვითმკვლელობით ამიტომ დაასრულა.

ეს ხომ არაადამიანური საქციელია! დღევანდელი პანდემიისას ასეთი საქციელი... - რა შეემთხვა მოხალისე ექთანს, რომელსაც სახლში 8 შვილი ელოდა
2020-12-14ეს ხომ არაადამიანური საქციელია! დღევანდელი პანდემიისას ასეთი საქციელი... - რა შეემთხვა მოხალისე ექთანს, რომელსაც სახლში 8 შვილი ელოდა

 

პოლიციის ცნობით, მან დატოვა წერილი, რომლის ზუსტი შინაარსიც მედიისთვის ცნობილი არ არის, მაგრამ მთავარი ხელჩასაჭიდი არის სოციალურ ქსელში მის მიერ ბოლოს გამოქვეყნებული სტატუსი, რომელშიც წერდა:

 

“ბოლოს არ ვიცი, რამდენი გადაურჩება ამ ტრაგიკულ და არასრულყოფილ ზომებს, რომლებიც მიიღეს დიქტატორებმა, რომელთაც არაფერი აქვთ დასაკარგი საკუთარი ხელფასიდან. კიდევ რამდენი ბიზნესი განადგურდება. ის, რაც ყველაზე საშიშია, ვიტყვი აინშტაინის სიტყვებით: “ხალხი დაიტანჯება არა იმათგან, ვინც ბოროტებას აკეთებს, არამედ იმათგან, ვინც ხედავს ამას და არაფერს ამბობს.”

ავტორი: Prime Time

X