10:38 | 2020-03-23 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

დღესდღეისობით საქართველოში 54 დადასტურებული შემთხვევაა, ამ 54 შემთხვევიდან 35 ჩვენს ცენტრზე მოდის“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კორონავირუსი საქართველოში: 

 

23 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ინფიცირებულია 54 ადამიანი.

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზების პასუხით, განკურნებულია 8 პაციენტი.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.

 

კორონავირუსისდასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება

 

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

 

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.

 

შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X