11:43 | 2020-03-23 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ამერიკელი სენატორი კორონავირუსით დაინფიცირდა

ამერიკელი სენატორი კორონავირუსით დაინფიცირდა

აშშ-ის კენტუკის შტატის რესპუბლიკელ სენატორს რენდი პოლს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

 

არსებული ინფორმაციით, სენატორს ვირუსის სიმპტომები არ ჰქონია და კორონავირუსზე შემოწმება ხანგრძლივი მოგზაურობის გამო, უსაფრთხოების მიზნით ჩაიტარა.

 

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 34 000 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილთა რაოდენობა კი – 413-ია.
ავტორი: თათია ცუკოშვილი

X