17:32 | 2020-12-15 ავტორი: Prime Time

„შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო“ – პრეზიდენტმა ანა კალანდაძის დაბადების დღის აღსანიშნავად Facebook-ზე პოეტის ლექსი დაპოსტა

„შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო“ – პრეზიდენტმა ანა კალანდაძის დაბადების დღის აღსანიშნავად Facebook-ზე პოეტის ლექსი დაპოსტა

საქართველოს პრეზიდენტი პოეზიის ხასიათზეა.

 

სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე ანა კალანდაძის ლექსი, “შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო“ გააზიარა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს არც თუ ისე ბევრი გამოხმაურება მოჰყვა:

 

„მე დარწმუნებული ვარ ჩვენი პრეზიდენტი მაქსიმუმს აკეთებს საქართველოს კეთილდღეობისათვის. თუ დააცადა სკამებზე მონადირე ოპოზიციამ“;

 

“ლექსი მღერის!“;

 

“ხო და ამ სილამაზეს ამ მშვენიერებას დაცვა, მოვლა-პატრონობა, ზრუნვა სჭირდება. პრეზიდენტო, ერთი ნაბიჯი მაინც გადავდგათ ტერიტორიული მთლიანობისკენ…თორემ, მალე ქართული ცნობიერება დაივიწყებს ჩვენს ისტორიულად მონათესავე ეთნიკურ ჯგუფებს და დედა სამშობლოს მოწყვეტილ ტერიტორიებს“, – წერენ სოცქსელის მომხმარებლები.

 

ცნობისთვის, 15 დეკემბერი ანა კალანდაძის დაბადების დღეა.

ავტორი: Prime Time

X