
იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარლამენტი სრულ საკანონმდებლო საქმიანობის შესრულებას მაინც შეძლებს. ამის შესახებ მან „ღამის კურიერში“ სტუმრობისას განაცხადა.
კითხვაზე, ხომ არ უქმნის დისკომფორტს ყოფილ მინისტრს შექმნილი სიტუაცია, თეა წულუკიანი პასუხობს:
„რატომ არ არის შესაძლებელი. არანაირი დისკომფორტი არ მაქვს, რომ ვერ ვხედავ მაგალითად ჩემთვის საყვარელ რომან გოცირიძეს ჩემს გვერდზე სკამზე დამჯდარს.
რაც შეეხება საკანონმდებლო საქმიანობას, ჩვენ უკვე დღეს დავიწყეთ კანონპროექტების ინიცირება. საკანონმდებლო საქმიანობა უკვე დაწყებულია. მე არ მახსენდება ოპოზიციის მიერ იშვიათი გამონაკლისები გარდა, ინიცირებული პროექტი, რომელიც ქვეყნის განვითარებას ემსახურებოდა და მათ ჩვენთან ერთად მოისურვეს მუშაობა“,- ამბობს თეა წულუკიანი.























