
ქუთაისში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. ბავშთა უროლოგი, გენადი ესაკია მძიმე მდგომარეობაში ქუთაისის რეფერალურ კლინიკურ საავადმყოფოში 25 ნოემბერს შეიყვანეს.
77 წლის პაციენტს თანმდევი დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი და მოციმციმე არითმია ჰქონდა. ასევე გადატანილი ჰქონდა ინსულტი.
გენადი ესაკია დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრსა და მესამე პოლიკლინიკაში მუშაობდა.























