
ეს არის უბრალოდ ადამიანის ქცევა, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი ავადმყოფობა გადავავადოთ შაბათიდან ორშაბათს, – ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ეკატერინე ტიაკრაძე ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ მცირდება შაბათ-კვირას კორონავირუსზე ტესტირებების რაოდენობა.
მისივე თქმით, სამედიცინო დაწესებულებები დასვენების დღეების გარეშე, ბრიგადების ჩანაცვლებით, მუშაობენ და თუ მოქალაქეების მხირდან ტესტირების მოთხოვნა იქნება, ჯანდაცვის სიტემაში სერვისის მიწოდების მზაობა ყოველთვის არსებობს.
“ის დაწესებულებები, რომლებიც არიან ჩართული ტესტირების პოროცესში, მათ აქვთ კონკრეტული მითითება, რომ არიან დასვენების დღეების გარეშე, შესაბამისად ხდება ბრიგადების ჩანაცვლება, იმისათვის, რომ არ მოხდეს ექიმების გადაღლა, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ვუზრუნველყოთ სერვისის მიწოდების უწყვეტობა. აქედან გამომდინარე თვითონ ჯანდაცვის სისტემაში, ყველა რგოლში არის მზაობა რომ გაჩენილი მოთხოვნი დაკმაყოფილება მოხდეს, მაგრამ მიმართვიანობა ადამიანის ქცევიდან გამომდინარე დაბალია და ეს მხოლოდ საქართველოში არ ეხება, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი ავადმყოფობა გადავავადოთ შაბათიდან ორშაბათს. აქედან გამომდინარე ეს არის უბრალოდ ადამიანის ქცევა. ვინც კარგად იცნობს ადამიანის ფსიქოლოგიას და შესაბამისად იცის, თუ როგორ იმართება ის, ასეთი კითხვები არ გაუჩნდება”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ “რადიო იმედის” ეთერში.
დაინფიცირდა 3 487 ადამიანი, გარდაიცვალა 39 პაციენტი – 16 დეკემბრის მონაცემები






















