23:57 | 2020-12-16 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 54 წლის რეგენტი, რომელიც გორის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში გალობდა

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 54 წლის რეგენტი, რომელიც გორის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში გალობდა

გორში სამი დღის წინ კორონავირუსით 54-წლის ქალი გარდაიცვალა. ეთერ იაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის სკოლაში ქიმიას ასწავლიდა.

 

მერის წარმომადგენელმა ზეღდულეთის ადმინისტრაციულ ერთეულში დავით ცერცვაძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ გარდაცვლილი ქალბატონი კოვიდ19-ით დაინფიცირებამდე სრულიად ჯანმრთელი იყო და არანაირი თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა.

 

„ეთერ იაშვილი გორში ცხოვრობდა, თუმცა ბერშუეთის სკოლაში ქიმიის მასწავლებლად მუშაობდა. კორონავირუსით დაინფიცირებამდე იყო სრულიად ჯანმრთელი და მას არანაირი თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა. მდგომარეობის გართულების გამო, სამი კვირის წინ მოათავსეს სტაციონარში, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა,“- განაცხადა დავით ცერცვაძემ.

 

პედაგოგობასთან ერთად ეთერ იაშვილი გორის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტი და მედავითნეც იყო. ის თითქმის ორი ათეული წელი მსახურობდა გორისა და ატენის ეპარქიის სხვადასხვა ტაძარში. ახალგაზრდებს ასწავლიდა გალობას და მედავითნეობას.

 

საბედისწერო ვახშამი, რომლის დროსაც 62 წლის მამაკაცი გარდაიცვალა - დაკავებულია სამი ადამიანი
2020-12-16საბედისწერო ვახშამი, რომლის დროსაც 62 წლის მამაკაცი გარდაიცვალა - დაკავებულია სამი ადამიანი

 

გორისა და ატენის ეპარქიაში განაცხადეს, რომ ეთერი იაშვილი ორი თვის წინ დაინფიცირდა კორონავირუსით:

 

„ქალბატონი ეთერ იაშვილი ორი თვის წინ დაინფიცირდა კორონავირუსით, თუმცა მისი მდგომარეობა დროთა განმავლობაში დამძიმდა და სამწუხაროდ, გარდაიცვალა,“ – გვითხრა გორისა და ატენის ეპარქიის წარმომადგენელმა, დედა (ცეცილია) მარიამმა.

 

სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი იხსენებს ეთერ იაშვილის მიერ გაკეთებულ სიკეთეებს:

 

„2011 წლის 22 ნოემბერი იქნებოდა, დედაჩემის სასტიკი მოპყრობის შემდეგ საუკეთესო „თავშესაფარში“ რომ მიმიღეს, მამა გედეონთან, წმ. ნიკოლოზის ტაძარში, სადაც 3 წელი ვგალობდი. მამაომ ტაძრის რეგენტს და მედავითნეს ეთერ იაშვილს გააცნო ჩემი თავი და იმ დღიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. დედასავით მიმაგრებდა ზურგს, ცხელს და ცივს არ მაკლებდა, დედა სულ ახლა დაკარგე და სხვანაირი მოფერება გჭირდებაო. ერთმანეთის გვერდში დგომა და გალობა გვიყვარდა. სად აღარ დავყვებოდით მამაოს და ყველა წერტილიდან ბედნიერები ვბრუნდებოდით. ცივ ზამთარში, თოვლსა და ყინვაში, ლოცვის მერე სახლამდე მიმაცილებდა, მაბინავებდა. მერე დავოჯახდი და ფიზიკურად ჩამოვშორდი, სულიერად და სოცქსელში არა.

 

ტაძარი, სადაც შენი ხმა აღარ ისმის, დადუმდა. ასეთი ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, შეუპოვარი ადამიანი, როგორ ადექი და წახვედი, როგორ დანებდი ამ საზიზღრობა ბაცილას. არც კი დავუშვი, რომ ეს მოხდებოდა. ვიცი, რომ ძალიან გიყვარვარ, მეც ეთო, ძალიან მენატრები და ვიცი, რომ შენს ყველა გამოზრდილ მგალობელს ძალიან დაგვაკლდები, ჩვენო შეუცვლელო, სულიერო დედიკოვ . ვერ ვიჯერებ, ვერ“, -წერს სოცქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.

 

ავტორი: თათია გოლოშვილი

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X