23:57 | 2020-12-17 ავტორი: Prime Time

გადაიწევს თუ არა კომენდანტის საათი 23:00 ან 00:00 საათამდე – კალაძის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობენ

გადაიწევს თუ არა კომენდანტის საათი 23:00 ან 00:00 საათამდე – კალაძის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობენ

„24 დეკემბრამდე არაერთი შეხვედრა იქნება საკოორდინაციო საბჭოზე, სადაც განიხილება, მიზანშეწონილი იქნება თუ არა, რომ „საკომენდანტო საათი“ გადაიწიოს მაგალითად, 23:00 ან 00:00 საათამდე.“- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, საახალწლო განათებები დღეს მთელი ღამის განმავლობაში იქნება, ხვალიდან კი როდესაც „კომენდანტის საათი“ დაიწყება, ნაძვის ხის გარდა, სხვა საახალწლო განათებები ჩამქრალი იქნება.

ავტორი: Prime Time

X