17:04 | 2020-12-18 ავტორი: თამარ ბუჩუკური

„ხანგრძლივი Covid-19“-ის სიმპტომები 45 დღემდე გრძელდება – კვლევა

„ხანგრძლივი Covid-19“-ის სიმპტომები 45 დღემდე გრძელდება – კვლევა

კორონავირუსულ დაავადებაში, (COVID-19) ჩნდება სიმპტომების ხანგრძლივი ეფექტები ტერმინით “ხანგრძლივი კოვიდი” – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, კვლევის შედეგები 8 დეკემბერს გახდა ცნობილი.

 

კვლევის მიხედვით, ვირუსული ინფექციის მიმდინარეობა აღწერილია იმ პაციენტებში, რომლებიც ინფიცირებიდან დაახლოებით, 45 დღის შემდეგ, ხანგრძლივი სიმპტომები აღენიშნებათ.

 

პრაიმტაიმი გთავაზობთ კვლევას ინფიცირებულ პაციენტებზე, რომელიც შვეიცარიის კლინიკებში ჩატარდა.

 

“დღეისათვის მცირე ინფორმაცია არსებობს ამ ახალი დაავადების შესახებ, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევათა 81% არის მსუბუქი სპექტრის.

 

COVID-19-ის სიმპტომის აღწერა ამბულატორიულ გარემოში, ჟენევა, შვეიცარია. დიაგნოზირებიდან 45 დღემდე

 

2020 წლის 18 მარტიდან 15 მაისამდე ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლებიდან 5 სატესტო ცენტრი იყო და ემსახურებოდა COVID-19-ით დაავადებული პაციენტების 50% -ზე მეტს ჟენევაში. კვლევის პერიოდში მხოლოდ სიმპტომურ პაციენტებს ჩაუტარეს კორონავირუსზე ტესტირება.

 

პაციენტთა უმეტესობას ურეკავდნენ 48 საათში ერთხელ, პირველი 10 დღის განმავლობაში, სტანდარტიზებული ინტერვიუს საშუალებით სიმპტომებს იკვლევდნენ. 10 დღის შემდეგ, მათზე მეთვალყურეობა წყდებოდა, თუ პაციენტები უარს განაცხადებდნენ ექიმთან შემდგომ კომუნიკაციაზე. იმ პაციენტებს კი ურეკავდნენ ყოველ 24 საათში, ვისაც კლინიკური სიმპტომები უარესდებოდათ.

 

ბოლო ეტაპზე, ყველა პაციენტს უკავშირდებოდნენ დიაგნოზირებიდან 30-45 დღის შემდეგ. საბოლოო ჯამში, 703 მონაწილისგან, სხვადასხვა მიზეზის გამო 669 ამბულატორიული პაციენტი შევიდა კვლევაში.

 

ვირუსის საწყის ეტაპზე ხშირი იყო ხველა და გემოს და/ან სუნის დაკარგვა. დიაგნოზირებიდან 30-45 დღის განმავლობაში (საშუალოდ, 43 დღე) თავდაპირველად 669 პაციენტიდან 32%-მა მაინც აღნიშნა ერთი ან მეტი სიმპტომის არსებობა: დაღლილობა, სუნთქვის გაძნელება, გემოს ან სუნის დაკარგვა. ეს იყო ის ძირითადი ხანგრძლივი სიმპტომები, რომლებიც პაციენტების ნაწილში დარჩა 45 დღემდე. მათი საშუალო ასაკია 41 წელი (SD, 14,8). მათი 58% ქალი იყო, 25,9% ჯანდაცვის მუშაკი.

Covid-19  შეიძლება ხანგრძლივად გაგრძელდეს და გამოიწვიოს ხანგრძლივი დაავადება. ჩვენი კვლევა აჩვენებს სიმპტომების მუდმივობას შემთხვევათა მესამედში” – ნათქვამია სტატიაში. 

 

 

 

ცხრილი, რომელსაც კვლევის ავტორები აქვეყნებენ 

 

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X