
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ ქუთაისში წერეთლის ქუჩას სამი წლის იუბილე მიულოცა. მან ამის აღსანიშნად ქუჩაზე ტორტი და შუშხუნები მიიტინა.
„ზუსტად სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც წერეთლის ქუჩაზე სამუშაოები დაიწყო. ეს არის მაგათი უთავბოლობის ბრალი. ჯერ იყო ინტერნეტის კაბელების ჩაყრა დაიწყეს, შემდეგ „სოკარ გაზმა“ გათხარა, ახლა დაიწყო კანალიზაცია და სამი წელია აქ მცხოვრებ ადამიანებს და მოქმედ ობიექტებს არ ღირსებიათ ნორმალური გზა. ზაფხულში მტვერია, ზამთარში ტალახი.
ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს მივულოცეთ მათი პირმშოს, წერეთლის ქუჩის სამი წლის იუბილე. ვულოცავთ იმასაც, რომ ისევ გახდა მინისტრი და იმედი გვაქვს 7-8 წლამდე გააძლებინებს მათ პირმშოს“,-განაცხადა გოგი წულაიამ.























