17:05 | 2020-12-19 ავტორი: Prime Time

ქვეყანაში სტუმრიანობას ვერ შეაჩერებ, იანვარში შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება – ბიძინა კულუმბეგოვი

ქვეყანაში სტუმრიანობას ვერ შეაჩერებ, იანვარში შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება – ბიძინა კულუმბეგოვი

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ სადღესასწაულოდ სტუმრიანობას ოჯახებში მაინც ვერ შეაჩერებ, ამის გამო კულუმბეგოვი იანვარში შემთხვევების ზრდას ვარაუდობს.

 

როგროც კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-თან სუაბრისას განაცხადა, შეზღუდვების მოხსნა უდავოდ საფრთხის შემცველია და აქ არ შეიძლება მეორე აზრი არსებობდეს.

 

წითელი „პომადა“, სპორტულები, ფერადი ზედები - რა სურვილები აქვთ მოხუცებს თავშესაფრიდან
2020-12-19წითელი „პომადა“, სპორტულები, ფერადი ზედები - რა სურვილები აქვთ მოხუცებს თავშესაფრიდან

 

„ჩვენს ქვეყანაში, რაც არ უნდა შეზღუდვები შევინარჩუნოთ სტუმრიანობას მაინც ვერ შევაჩერებთ. იანვრის მეორე ნახევარში შემთხვევების რაოდენობის გაზრდა იქნება, 40% არის შიდა ოჯახური გავრცელება. ამიტომ მე მაინც მგონია, რომ თუ ამას საზოგადოებრივი ტრანსპორტი და უკონტროლო რიგები დაემატება ეს ყველაფერი ეპიდემიის კონტროლზე აისახება.”- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

ცნობისთვის, ქვეყანაში 24-დან შეზღუდვები გარკვეულწილად იხსნება, 3-დან 15 იანვრის ჩათვლით კი დასვენების დღეები ცხადდება.

ავტორი: Prime Time

X