17:45 | 2020-12-19 ავტორი: Prime Time

თამარაშვილზე მაშველები გამოიძახეს და აი, რა დახვდათ ადგილზე მისულებს (ვიდეო)

თამარაშვილზე მაშველები გამოიძახეს და აი, რა დახვდათ ადგილზე მისულებს (ვიდეო)

თამარაშვილის ქუჩაზე საგანგებო სიტუაციების სამსახური გამოიძახეს.

 

გამოძახებაზე მისულ მაშველებს ადგილზე დეკეული დახვდათ, რომელიც სატვირთო ავტომობილით გადაჰყავდათ.

 

აღმოჩნდა, რომ მსხვილფეხა პირუტყვმა იატაკი ჩაანგრია და იქ ფეხი გაეჭედა. საქონელი მაშველებმა უვნებლად გაათავისუფლეს.

 

შემთხვევის ამსახველი ვიდეო „პრაიმტაიმს“ თვითმხილველმა მიაწოდა.

 

ავტორი: Prime Time

X