
კორონავირუსმა და დისტანციურმა სწავლებამ მოსწავლეებისა და პედაგოგების ყოველდღიურობა კარდინალურად შეცვალა. თუმცა ზოგჯერ ერთმანეთის გახალისებას ისინი დისტანციურადაც ახერხებენ.
სერვანტესის სახელობის სკოლა-გიმნაზია აია-Gessის მოსწავლეებმა ინფორმატიკის პედაგოგს დაბადების დღე დისტანციურად მათ მიერვე მომზადებული ვიდეოთი მიულოცეს.
„შუა გაკვეთილის დროს ჩართეს მოულოდნელად, საერთოდ არ ველოდი“ – ამბობს მოსწავლეების ყურადღებით გახარებული პედაგოგი ლია ხამხაძე.























