
აშშ-ის ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი სპეციალისტი, ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე კორონავირუსის ინფექციის რეინფიცირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შემთხვევები იმაზე მეტად ხშირია, ვიდრე ეს დადასტურებულად ჩანს.
„მოკლედ, რომ ვთქვა, ბევრად უფრო ხშირია ვიდრე დაბეჭდილი და დადასტურებულია. აგიხსნით თუ რატომ. იმისათვის, რომ დაარქვა კოვიდს რეინფექცია „სიდისის“ გამოქვეყნებული ოქროს სტანდარტის მიხედვით, გენეტიკურად უნდა ჰქონდეს გაშიფრული ვირუსი პირველი ინფიცირების დროს, ასევე მეორე ე.წ. რეინფიცირების დროს. ეს იმისთვის, რომ გენეტიკურად შეადარო ერთმანეთს.რამდენიმე კვლევაა ერთი მექსიკური და მეორე ყატარიდან, რომელიც მინიმუმ 200-300 კლინიკურ რეინფიცირებაზე საუბრობს, მაგრამ გენეტიკურად დადასტურებულია მხოლოდ რამდენიმე 10-დან 20-მდე. ეს არის რეინფიცირების დადგენის პრობლემა“, – განმარტა „ამერიკის ხმის“ ეთერში მამუკა მაჩაიძემ.























