00:51 | 2020-12-20 ავტორი: თამარ ბუჩუკური

20 დეკემბრის ამინდის პროგნოზი

20 დეკემბრის ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდია მოსალოდნელი 20 დეკემბერს საქართველოში – მეტეოროლოგიური პროგნოზით, დედაქალაქში ტემპერატურა +7 გრადუსამდე აიწევს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი. რეგიონებში ზოგან თოვლი, ზოგან – წვიმაა მოსალოდნელი.

 

ამინდის პროგნოზი ქვეყნის ქალაქებში ასეთია:

 

თბილისი ღამით +0°, დღისით +7°, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

 

სოხუმი ღამით +5°, დღისით +9°, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

 

ბათუმი ღამით +8°, დღისით +1°, იწვიმებს.

 

ფოთი ღამით +4°, დღისით +11°, სინოპტიკოსები ნალექს ვარაუდობენ.

 

ზუგდიდი ღამით +6°, დღისით კი +8°, იწვიმებს.

 

ქუთაისი ღამით +4°, დღისით +9° მოსალოდნელია წვიმა.

 

მესტია ღამით -7° და დღისით +2°, მოსალოდნელია თოვლი.

 

ბორჯომი ღამით -5°, დღისით კი +4°, ნავარაუდებია ნალექი თოვლის სახით.

 

ახალციხე ღამით -4° იქნება, დღისით კი +3°, ითოვებს.

 

ცხინვალი ღამით -4°, დღისით +6°, მოსალოდნელია მცირე თოვლჭყაპი.

 

რუსთავი ღამით 0°, დღისით +7°, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა.

 

თელავი ღამით ტემპერატურა +1°, დღისით კი +6°, უმეტესად უნალექოდ.

 

ლაგოდეხი ღამით +1°, დღისით +7°, უმეტესად უნალექოდ.

 

სიღნაღი ღამით 0°, დღისით კი +6°, სინოპტიკოსები უნალექო დღეს პროგნოზირებენ.

 

ცაგერი ღამით -3°, დღისით კი +5°, დილის საათებში მოსალოდნელია წვიმა.

 

ბახმარო ღამით -7°, დღისით +2°, მოსალოდნელია თოვლი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X