01:32 | 2020-12-20 ავტორი: Prime Time

ამ ტყუპ ძმებს ინტერპოლი ერთი წელი ეძებდა – მათ მთელი ევროპა შოკში ჩააგდეს

ამ ტყუპ ძმებს ინტერპოლი ერთი წელი ეძებდა – მათ მთელი ევროპა შოკში ჩააგდეს

გერმანიის პოლიციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ დააპატიმრეს გასული წლის ნოემბერში დრეზდენის მუზეუმის ძარცვაში ეჭვმიტანილი ძმებიდან ერთ-ერთი.

 

21 წლის მუჰამედ რემო ბერლინში დააკავეს. მას თავის ტყუპისცალთან, აბდულა მაჯედ რემოსთან ერთად, ინტერპოლი ერთი წელი ეძებდა.

 

აბდულა მაჯედის ძებნა კვლავაც გრძელდება.

 

 

ტყუპმა ძმებმა 2019 წლის 25 ნოემბერს, გამთენიისას დრეზდენის მუზეუმში შეღწევა და იქიდან ფასდაუდებელი ბრილიანტების გატაცება მოახერხეს. მანამდე მათ ცეცხლი წაუკიდეს ელექტროგადამცემ ხაზს, რითაც მუზეუმში ელექტროენერგიის და განგაშის სიგნალის გათიშვა შეძლეს.

 

ამ ძარცვამ მაშინ არამხოლოდ გერმანია, არამედ მთელი ევროპა შოკში ჩააგდო. დამნაშავე ძმებს მთელი ერთი წელი წითელი ცირკულარით ყველგან ეძებდნენ, თუმცა უშედეგოდ.

 

ძმებს ბრალად ედებათ 10-ზე მეტი უნიკალური, ისტორიული ბრილიანტის გატაცება და ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება.

ეს უნიკალური კოლექცია საქსონიის მმართველმა, ავგუსტ „ძლიერმა“ შექმნა (1723 წელი) და დრეზდენის უძველეს მუზეუმში ინახებოდა.

 

აღსანიშნავია, რომ ეჭვმიტანილი ტყუპები ცნობილი კრიმინალური ოჯახის წევრები არიან. ამ ქსელის რამდენიმე წევრი უკვე სასჯელს იხდის 2017 წელს, ბერლინში მდებარე Bode Museum-დან 100 კილოგრამი ოქროს მონეტების ქურდობისთვის.

 

ასევე, ნახეთ ვიდეო ↓ ესპანეთში რუსული მაფიის 23 წევრი დააკავეს

 

ავტორი: Prime Time

X