20:47 | 2020-12-20 ავტორი: Prime Time

ამ კომპანიის კურიერებს დღეს ყველგან შეხვდებით – ვის ეკუთვნის და რა შემოსავალი აქვს „გლოვოს“

ამ კომპანიის კურიერებს დღეს ყველგან შეხვდებით – ვის ეკუთვნის და რა შემოსავალი აქვს „გლოვოს“

ფინანსური მაჩვენებლებით „გლოვო ჯორჯია“ საწარმოთა მეოთხე კატეგორიაში ხვდება. ეს კი ნიშნავს, რომ მისი აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს, შემოსავალი 20 მილიონს, ხოლო დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება.

 

აღნიშნული ინფორმაცია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ 2019 წლის ფინანსურ ანგარიშგებაშია აღნიშნული.

 

საჭიროა თუ არა ბედნიერებისთვის ფული – როგორია დასავლური და აღმოსავლური ფორმულა
2020-12-20საჭიროა თუ არა ბედნიერებისთვის ფული – როგორია დასავლური და აღმოსავლური ფორმულა

 

ანგარიშგების თანახმად, 2019 წლის ბოლოს „გლოვო ჯორჯია“ 961,612 ლარის აქტივებს ფლობდა. ამასთან, კომპანიის შემოსავალი გასულ წელს 7 272 267 ლარი იყო. რაც შეეხება მოგებას, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, კომპანიამ 2019 წელი 8 234 291 ლარის ზარალით დაასრულა.

 

ანგარიშების თანახმად, კომპანია 2018 წელს დაარსდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი, ესპანური კომპანია „გლოვოაფფ23” ეს.ელ-ია.

ავტორი: Prime Time

X