21:35 | 2020-12-20 ავტორი: Prime Time

ყარაბაღში 6 სომეხი ჯარისკაცი იპოვეს, რომლებიც 70 დღის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ

ყარაბაღში 6 სომეხი ჯარისკაცი იპოვეს, რომლებიც 70 დღის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტის, არაიკ არუთუნიანის განცხადებით, აზერბაიჯანისთვის გადაცემულ ტერიტორიაზე 6 სომეხი ჯარისკაცი იპოვეს, რომლებიც 70 დღის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ.

 

ჩინელების მიერ შესრულებული „ჭრიჭინა“ და „სულიკო“ - ვიდეოები სოცქსელს იპყრობს
2020-12-20ჩინელების მიერ შესრულებული „ჭრიჭინა“ და „სულიკო“ - ვიდეოები სოცქსელს იპყრობს

 

მისივე თქმით, ძებნის ოპერაციაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიც მონაწილეობდა.

 

„დღეს, სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, რომელიც რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით ჩატარდა, მტრის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიიდან ჩვენი ექვსი სამხედრო დაბრუნდა სამშობლოში, რომლებიც 70 დღის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ“, – წერს ჰარუთინიანი „ფეისბუქზე“.

 

 

 

ავტორი: Prime Time

X