23:36 | 2020-12-20 ავტორი: Prime Time

უარი თქვით საჩუქარზე – ნახეთ, რითი ხსნის რომის პაპი ამ მოწოდებას

უარი თქვით საჩუქარზე – ნახეთ, რითი ხსნის რომის პაპი ამ მოწოდებას

რომის პაპმა ფრანცისკე I-მა განაცხადა, რომ ადამიანებმა შობის ნამდვილი მნიშვნელობა დაივიწყეს. ამის შესახებ პაპმა ტრადიციული საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

 

რომის პაპმა კათოლიკეებს მოუწოდა, საშობაოდ საჩუქრების ყიდვის ნაცვლად, დრო გამონახონ და საკუთარ გულებში იესო შემოუშვან.

 

„მოდით, საყიდლებზე სიარულის ნაცვლად ვილოცოთ”, – განაცხადა პაპმა და აღნიშნა, რომ ნივთები მატერიალურია, ხოლო ბეთლემში, სადაც იესო დაიბადა, სიღარიბე, მაგრამ სიყვარული სუფევდა.

 

ყარაბაღში 6 სომეხი ჯარისკაცი იპოვეს, რომლებიც 70 დღის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ
2020-12-20ყარაბაღში 6 სომეხი ჯარისკაცი იპოვეს, რომლებიც 70 დღის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ

 

„ამ რთულ პერიოდებში იმაზე წუწუნის ნაცვლად, რაც პანდემიამ წაგვართვა, მოდით, სხვებს დავეხმაროთ: უარი თქვით საჩუქარზე საკუთარი თავისთვის და მეგობრებისთვის, დაეხმარეთ გაჭირვებულ ადამიანებს, მათ, ვისზეც არავინ ფიქრობს”, – მოუწოდა კათოლიკეებს რომის პაპმა.

ავტორი: Prime Time

X