00:08 | 2020-12-21 ავტორი: Prime Time

კახეთში კორონავირუსით ერთ დღეში 3 ადამიანი გარდაიცვალა

კახეთში კორონავირუსით ერთ დღეში 3 ადამიანი გარდაიცვალა

კახეთში კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა. მათგან ორი პაციენტი, თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

 

ექიმების განმარტებით, თელავში მცხოვრები, 82 წლის ასაკის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის მკვიდრის, 70 წლის ასაკის მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა, სტაციონარში შეყვანისთანავე რთული იყო.

 

„ესაა 21-ე საუკუნის კერპთაყვანისმცემლობა. დღევანდელი საქართველო ჯერ არ გაქრისტიანებულა“ - დეკანოზი 21 დეკემბრის „მოვლენებზე“
2020-12-20„ესაა 21-ე საუკუნის კერპთაყვანისმცემლობა. დღევანდელი საქართველო ჯერ არ გაქრისტიანებულა“ - დეკანოზი 21 დეკემბრის „მოვლენებზე“

 

კორონა ვირუსით გარდაცვლილ მესამე პაციენტს, საგარეჯოში მცხოვრებ 68 წლის მამაკაცს, საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობდნენ.

 

სექტემბრიდან დღემდე, კოვიდ- 19-ით, რეგიონში, 57 მოქალაქე გარდაიცვალა.

 

დღის განმავლობაში, ვირუსისგან 189 პირი განიკურნა.

 

სულ კახეთში, კორონა ვირუსის 7,709 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

 

დღევანდელი მდგომარეობით, 3737 მოქალაქე მკურნალობს ბინაზე 15 კოვიდ – სასტუმროში, ხოლო კოვიდ- კლინიკებში, 174 პაციენტი იმყოფება.

 

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

X