
დღეს, საკრალური დღეა, იწყება მერწყულების ეპოქა, რომელიც 2160 წელს გასტანს, იუპიტერი და სატურნი, ორი ყველაზე დიდი პლანეტა, მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის პირველ გრადუსში ხვდება ერთმანეთს ზუსტად 21:12 საათზე, რაც ნიშნავს ახალი ერის დაწყებას, – ამის შესახებ ასტროლოგმა, მიხეილ ცაგარელმა “იმედის დილის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს მორწმუნეებისთვისაც მნიშვნელოვანი დღეა, რადგან დღეს ცაზე შობის ვარსკვლავი გამოჩნდება. საუბარია ვარსკვლავზე, რომელიც სახარების მიხედვით მოგვებმა დაინახეს, რაც ქრისტებს დაბადებას მოასწავებდა.
„დღეს გამოჩნდება შობის ვარსკვლავი. ზუსტად ამაზეა საუბარი, იუპიტერისა და სატურნის შეერთება ზუსტად ის ბეთლემის ვარსკვლავია, რომელიც ასტორლოგმა მოგვებმა დაინახეს… ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე…“, – განაცხადა ცაგარელმა.






















