
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა პანდემიას, გაზრდილი საწოლფონდით, მკურნალობის გაუმჯობესებული ხარისხით, მასშტაბური ტესტირებითა და სრულად მობილიზებული მედ-პერსონალით ებრძვის.
„მიუხედავად მკურნალობის წარმატებისა, სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს ლეტალობის შემთხვევები. 20 დეკემბრის მონაცემებით ქვეყანაში დადასტურებული 209 000-მდე შემთხვევიდან გარდაცვალების მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს, რაც მსოფლიო გამოცდილებასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ თითოეული შემთხვევა სახელმწიფოსთვის და მათი ოჯახებისთვის, რა თქმა უნდა უდიდესი დანაკარგია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ






















