17:55 | 2020-12-22 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაწესებულებების ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებისთვის, მათ 1 თვის ვალდებულება გადავურიცხოთ წინსწრებით – ტიკარაძე

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაწესებულებების ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებისთვის, მათ 1 თვის ვალდებულება გადავურიცხოთ წინსწრებით – ტიკარაძე

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაწესებულებების ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებისთვის, მათ 1 თვის ვალდებულება გადავურიცხოთ წინსწრებით“ – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

 

„შედარებისთვის, თუ 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ჯამური დავალიანება შეადგენდა 361 მლნ.ლარს.

 

2020 წლის იდენტური პერიოდისთვის, დავალიანება იქნება არაუმეტეს 160მლნ.ლარისა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 წლის მანძილზე კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის  დავალიანება 200 მლნ. ლარით შემცირდა.

 

გარდა ამისა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაწესებულებების ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებისთვის, მათ 1 თვის ვალდებულება გადავურიცხოთ წინსწრებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X