21:35 | 2020-12-22 ავტორი: Prime Time

ამირან გამყრელიძემ თქვა, რატომ არ შემოიტანს საქართველო რუსულ ვაქცინას

ამირან გამყრელიძემ თქვა, რატომ არ შემოიტანს საქართველო რუსულ ვაქცინას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ თუ ეს ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არ იქნება აღიარებული, ქვეყანაში ვერ შემოვა. ამის შესახებ გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

 

„ამ ეტაპამდე და საერთოდ, ისტორიულადაც არც ერთ რუსულ ვაქცინას არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია. მაგალითისთვის, რუსეთი დიდი რაოდენობით აწარმოებს გრიპის ვაქცინას, მაგრამ ამ ვაქცინას არ აქვს ჯანმოს მხარდაჭერა. ჩვენთან კანონის დონეზეა, რომ რა ვაქცინებიც შემოგვაქვს სხვა დაავადებისთვის, უპირატესად არის ჯანმოს მიერ დადასტურებული. ამიტომ ჩვენ შემოვიტანთ იმ ვაქცინას, რომელსაც რეკომენდაციას მისცემს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.

 

შემოვა თუ არა საქართველოში რუსული ვაქცინა - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება
2020-12-22შემოვა თუ არა საქართველოში რუსული ვაქცინა - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

 

ამ დრომდე ყველა კორონავირუსის ვაქცინას მიცემული აქვს გადაუდებელი საჭიროების რეკომენდაცია მიცემული და არა სრული ავტორიზაცია, რადგან მსოფლიო კრიზისშია პანდემიის გამო“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი: Prime Time

X