23:15 | 2020-12-22 ავტორი: Prime Time

დაფიქსირდა თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში და რას იკვლევენ ეპიდემიოლოგები – იმნაძის განმარტება 

დაფიქსირდა თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში და რას იკვლევენ ეპიდემიოლოგები – იმნაძის განმარტება 

კორონავირუსის ახალი შტამი ჯერ არ დაფიქსირებულა, ჩვენ რამოდენიმე შემთხვევას ვიკვლევთ – ამის შესახებ პაატა იმნაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, მოგზაურობის ისტორია ვისაც ჰქონდა მათ მასალას იკვლევენ.

 

ამირან გამყრელიძემ თქვა, რატომ არ შემოიტანს საქართველო რუსულ ვაქცინას
2020-12-22ამირან გამყრელიძემ თქვა, რატომ არ შემოიტანს საქართველო რუსულ ვაქცინას

 

„მოგზაურობის ისტორია ვისაც ჰქონდა, უშუალოდ ბრიტანეთთან დადასტურებული შემთხვევა, ბოლო 2 კვირაში არ გვქონია, მაგრამ გარკვეული ევროპული ქვეყნიდან ვინც არიან შემოსული და დაუდასტურდათ ვირუსი, იმათ ვიკვლევთ“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

პაატა იმნაძე ამბობს, რომ ახალი შტამი ძველისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ შედარებით ადვილად გადადის.

 

„კლინიკურად, მიმდინარეობაში, აბსოლუტურად არაფრით განსხვავდება. პირიქით, რაღაც ისეთი ტენდენციაა, რომ, შეიძლება, უფრო მსუბუქადაც მიდიოდეს, მაგრამ ის ადვილად გადადის, ანუ, უფრო მეტად ინფექციურია, ვიდრე ჩვეულებრივი, დღემდე მოტრიალე. თუმცა, ეს პირველი მუტაცია არ არის, რომელმაც ამ შტამის ინფექციურობა შეცვალა. პირველი ევროპული შტამები უფრო მეტად ინფექციურია, ვიდრე იყო ვუხანიდან წამოსული შტამები იყო. გადამდებლობის უნარი ეზრდება, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს არ იწვევს მის სიმძიმეს (ვირულენტობას). კიდევ ერთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯერ ჯერობით იმუნიტეტს არ ემუქრება, ანუ, ვაქცინა მასზეც იმოქმედებს,”-განაცხადა მან.

ავტორი: Prime Time

X