
მსახიობ და ტელეწამყვან ია ფარულავას მამიდა გარდაეცვალა. გარდაცვლილი საქართველოში დღეს დილით უნდა ჩამოესვენებინათ, თუმცა, როგორც ია ფარულავა ამბობს, სტამბულის აეროპორტში ტვირთი თბილისის რეისზე არ გადმოდეს.
მსახიობი მომხდარში ავიაკომპანია turkishairlane-ს ადანაშაულებს.
“მამიდაჩემი დღეს დილით უნდა ჩამოსულიყო თურქიშით თბილისში … სტამბულში ტვირთი #55 არ გადმოდეს თბილისის რეისზე . ხალხი ასულია სასაფლაოზე გვირგვინებით …არავინ დაგვირეკა აეროპორტიდან და არ გაგვაფრᲮილა რომ ტვირთი არ ჩამოვიდა ….სირცხვილი ფუი !!! #turkishairlane და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მენეჯმენტი !!!!! რა უნდა გავაკეთოთ”, – წერს ია ფარულავა.
ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ მიჭირს რადგან ჯერ….არ მჯერა … – ტრაგედია ია ფარულავას ოჯახში






















