
ქართველი სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ტაძრის ეზოში გადაღებულ ფოტოებს აზიარებს. სადაც ჩანს, რომ ტაძარში შესაწირად ცხვარი ჰყავთ მიყვანილი.
მომღერალი ფოტოზე გამოსახულ პირებს “სამარცხვინო მოქალაქეებსა” და “ბნელებს” უწოდებს.
“ჩვენი ქვეყნის სამარცხვინო მოქალაქეები!!! მათ სახელებს საჯაროდ უნდა იცნობდეს ხალხი და ასეთი მე-19 საუკუნეში ჩარჩენილი ბოგანოები სამწუხაროდ საკმაოდ ბევრი ჰყავს ქვეყანას!!! ჰგონია მისი ცოდვები ამ უბედური ცხვრის შეწირვით ჩამოეწმინდებათ, ავადმყოფი გამოუჯანმრთელდებათ ან სურვილები და “ჩათქმები” აუსრულდებათ. საბრალო ცხვრების თრევის მაგივრად კარტოფილის და ვაშლის ტომრები ათრიეთ,ფული გამოიმუშავეთ და სწორად იცხოვრეთ…ესაა თქვენი “შესაწირი” ბნელებო!”, – წერს თამარ ივერი.
























