
ერთი კვირაც და ეს ძალზედ მძიმე წელიც წარსულს ჩაბარდება. იყო უჩვეულო, დამთრგუნველი, პანდემიური… თან გაიყოლა ბევრი ადამიანი თავისი იმედით, გეგმით, სიცოცხლის სურვილით…
მოიტანა გადაფასება, დისტანცირება, ჩვეულებრივი ყოფის დაფასება.
რა განწყობა აქვთ ცნობილ ქარველებს 2020 წლის მიწურულს, “პრაიმამბებმა” გამოკითხა.
ნატო გელაშვილი: – შემართებით ვაცილებ ძველს და ველოდები ახალს. ვაწყობ ნაძვის ხეს და ვცდილობ, კარგი ჩავიფიქრო. კარგისთვისაც და ცუდისთვისაც მადლობას ვეუბნები უფალს, რომ მზის ამოსვლას და შვილებს ვხედავ.
ვიცი, რომ ბევრი კარგის მომტანი იქნება 2021 წელი. პირველ რიგში თავისუფლების და უკორონობის წელი იქნება. მე ამის მჯერა. ყველაფერი დალაგდება და მსოფლიო ამოძრავდება. ძველ რიტმს დავუბრუნდებით. გაგრძელება…






















