13:55 | 2020-03-23 ავტორი: ალექსი ქამადაძე

მარნეულელ ქალს, რომელსაც კორონავირუსი აქვს, 100-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი

მარნეულელ ქალს, რომელსაც კორონავირუსი აქვს, 100-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი

გამოვლენილია 100-ზე მეტი კონტაქტი, რომელსაც ჩვენს პაციენტთან ჰქონდა ურთიერთობა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ადგილზე მუშაობს ჯგუფი, რომლებიც საველე სამუშაოებს ატარებენ.

 

„თქვენთვის ცნობილია მარნეულში მიმდინარე მოვლენები. აქ გამოვლენილია 100-ზე მეტი კონტაქტი, რომელსაც ჩვენს პაციენტთან ჰქონდა ურთიერთობა. გასულია ჯგუფები, ატარებენ საველე სამუშაოებს და მიმდინარეობს ყველა ადამიანის არა მხოლოდ მოკვლევა, არამედ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა. დღის ბოლოს ველოდებით გარკვეულ შედეგებს, რომელსაც ჩვენ მოქალაქეებს გავაცნობთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

23 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ინფიცირებულია 54 ადამიანი.

 

ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზების პასუხით, განკურნებულია 8 პაციენტი.

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.

 

კორონავირუსისდასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება

 

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

 

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X