
აშშ-ში ქმარმა ცოლი და 2 შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, 41 წლის კაილ მილიკენმა მეუღლე, ეშლი მილიკენი და თავისი 13 და 8 წლის შვილები მას შემდეგ დახოცა, რაც Facebook-ზე პოსტი დაწერა, სადაც ირწმუნებოდა, რომ ცოლი ღალატობდა.
პოსტი შემდეგი შინაარსის იყო:
„ჩემი ბავშვები ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. თუ ქალი ბედნიერი არ არის, შენ მასე ვერ გააბედნიერებ.
მაგრამ როდესაც ადამიანზე წლები ზრუნავ და ის მაინც გიღალატებს, ამ დროს როგორ უნდა მოიქცე?
ცხოვრებაში ყველაფერს ვაკეთებდი ჩემი შვილებისთვის, რომ უკეთესი ცხოვრება ჰქონოდათ, ვიდრე მე მქონდა. მაგრამ შემდეგ ეს ხდება და ყველაფერი იცვლება“.






















