17:39 | 2020-12-25 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ნახეთ შობის უნიკალური ფოტოები ბეთლემიდან – 1875 წლიდან დღემდე

ნახეთ შობის უნიკალური ფოტოები ბეთლემიდან  – 1875 წლიდან დღემდე

დღეს, ქრისტიანთა ნაწილი ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავს. თქმულების მიხედვით, ქრისტეს დაბადების ადგილად ბეთლემი მიიჩნევა და იქ, ყოველთვის ქრისტიანთა დიდი ნაწილი შობას გრანდიოზულად აღნიშნავდა. “პრაიმტაიმმა” ფოტორეპორტაჟი მოამზადა, რომელიც 1875 წლიდან ამ დრომდე ბეთლემში შობის ზეიმს ასახავს.

 

 

ფენიქს ბონფილის ფოტო: ბეთლემი, შობა, 1875.

 

შემდეგი ფოტო 1900 წლით თარიღდება. ასე აღნიშნავდნენ ქრისტიანები გასულ საუკუნეში ქრისტეს დაბადების ადგილას შობის დღესასწაულს.

 

 

შემდეგი ფოტო 1918 წელს არის გადაღებული და მასზე ასახულია მომლოცველი ჯარისკაცები.

 

ფრანგი და ინგლისელი ჯარისკაცები, შობა, ბეთლები, 1918. 

 

ეს ფოტო კი, შობის დღესასწაულის მომლოცველებს ასახავს.

 

საშობაო ზეიმი, 1930.

 

შემდეგი დოტო 1940 წელს არის ბეთლემში, საზეიმოდ მომზადებულ ეკლესიაში გადაღებული.

 

    შობის ეკლესია ბეთლემში, შობა, 1940. 

 

პირველი ფერადი ფოტო ბეთლემში, შობის დღესასწაულზე მომლოცველი მრევლი, ფოტო გადაღებულია 1970 წელს.

 

ბეთლემი, შობა, 1970. ფოტო გადღებულია ფოტოგრაფ ლოუვი ლემონას მიერ. 

 

ფოტო ეკლესიის კარიბჭესთან, სადაც მომლოცველები შობის საზეიმო ლიტურგიას ისმენენ.

 

ბეთლემი, შობა, 2000. 

 

ამ ფოტოზე პალესტინელი სკოლის მოსწავლე გოგონები არიან გამოსახულები, რომლებიც ბეთლემს შობის ეკლესიის მოსალოცად ეწვივნენ.

 

ბეთლემი, შობის ეკლესია, 2005. 

 

ქრისტიანები ქრისტეს შობას ბეთლემში, შობის ეკლესიაში ზეიმობენ.

 

შობა, ბეთლემი, 2010. 

 

შემდეგი ფოტო 2015 წელს არის გადაღებული. მასზე გამოსახულია ეკლესიის შიგნით მლოცველი მრევლი.

 

ბეთლემი, შობა, 2015. 

 

ამ ფოტოზე ბეთლემის დიდი ნაწილია გამოსახული, რომელიც გადაღებულია შობის ღამეს. ფოტოზე ჩანს საშობაო მთავარი ნაძვისხე.

 

ბეთლემი, შობა, 2019. 

 

ეს კი 2020 წლის საშობაო ფოტოებია. პანდემიურ დღესასწაულს ქალაქში მცირე მასშტაბით აღნიშნავენ.

 

ბეთლემი, შობა 2020.

 

ბეთლემი, შობა, პანდემია და სასულიერო პირები პირბადეებით, 2020. 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X