22:46 | 2020-12-25 ავტორი: Prime Time

აფთიაქებმა პირბადეების ფასები გაანახევრეს – ნახეთ სად და რა ფასად შეიძენთ გაიაფებულ სამედიცინო ნიღბებს

აფთიაქებმა პირბადეების ფასები გაანახევრეს – ნახეთ სად და რა ფასად შეიძენთ გაიაფებულ სამედიცინო ნიღბებს

მალე ერთი წელი გახდება, რაც პირბადე თითოეული ჩვენგანისთვის განუყოფელ ნაწილად იქცა. მის გარეშე ფაქტობრივად, გადაადგილება წარმოუდგენელია.

 

ექიმების რეკომენდაციით კი, პირბადე ორ საათზე მეტ ხანს არ უნდა გვეკეთოს.

 

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რა ღირს ერთი პირბადე, მას შემდეგ, რაც რამდენიმე სააფთიაქო ქსელმა მასზე ფიქსირებული ფასი დააწესა.​

 

 

ავერსი – 0,18 თეთრი;

 

პსპ – 0,20 თეთრი;

 

იმპექსი – 0,15 თეთრი;

 

ფარმადეპო – 0,18 თეთრი;​

 

ჯპს – 0,20 თეთრი.

 

შეგახსნებეთ, პანდეემიის დასაწაყისში პირბადის ფასი ზოგიერთ სააფთიაქო ქსელში 1,40 ლარი იყო.

 

 

ავტორი: Prime Time

X