16:44 | 2020-12-26 ავტორი: Prime Time

აშშ-ში ცნობილი კალათბურთელი, NBA-ის 12 გზის ჩემპიონი გარდაიცვალა

აშშ-ში  ცნობილი კალათბურთელი, NBA-ის 12 გზის ჩემპიონი გარდაიცვალა

აშშ-ში ლეგენდარული კალათბურთელი, ქეი სი ჯონსი გარდაიცვალა. ის მოთამაშის და მწვრთნელის რანგში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 12 გზის ჩემპიონი იყო. ამის შესახებ უცხოური სპორტული გამოცემა წერს.

 

ჯონსი 88 წლის იყო. მისი კარიერა ბოსტონის „სელტიკთან“ იყო დაკავშირებული. NBA-ში თამაშამდე ქეი სი ჯონსმა კალათბურთში აშშ-ის საუნივერსიტეტო ტურნირი ორჯერ, 1955 და 1956 წლებში მოიგო.

 

ყველაფერს ვაკეთებდი ჩემი შვილებისთვის, რომ უკეთესი ცხოვრება ჰქონოდათ... - აშშ-ში ქმარმა ცოლი და 2 შვილი მოკლა, მანამდე კი ეს შეტყობინება დატოვა
2020-12-25ყველაფერს ვაკეთებდი ჩემი შვილებისთვის, რომ უკეთესი ცხოვრება ჰქონოდათ... - აშშ-ში ქმარმა ცოლი და 2 შვილი მოკლა, მანამდე კი ეს შეტყობინება დატოვა

 

ის შვიდიდან ერთ-ერთია კალათბურთის ისტორიაში, ვისაც NCAA, NBA და ოლიმპიური თამაშები აქვს მოგებული. ამ სიაში შედიან ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი და მეჯიქ ჯონსონი.

ავტორი: Prime Time

X