23:41 | 2020-12-26 ავტორი: Prime Time

მიყოლებით დავმარხე ძმა, დედა და მამა – ნატო გელაშვილი პირად ტრაგედიაზე

მიყოლებით დავმარხე ძმა, დედა და მამა – ნატო გელაშვილი პირად ტრაგედიაზე

ცხოვრებაში ძალიან ბევრი ტრაგედია გადავიტანე: სამ წელიწადში მიყოლებით დავმარხე 43 წლის ახალგაზრდა ძმა, დედა და მამა, – ამის შესახებ კომპოზიტორი ნატო გელაშვილი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს.

 

მისივე თქმით,  ცნოვრებაში გადატანილი ტრაგედიების გამო ყველა სხვა ადამიანის ტრაგედიას ძალიან განიცდის და ამიტომ ცდილობს საინფორმაციო გადაცემებს აღარ უყუროს.

 

„აღარ ვრთავ საინფორმაციო გადაცემებს, რადგან ინტერნეტში რასაც წავაწყდები, ისიც გულს მიმძიმებს. ამას მირჩევნია, მეგობრებს დავურეკო, მოვიკითხო, თუ ვინმეს რაიმე უჭირს, გავამხნევო. მე ეს პერიოდი გადავლახე და ყველას ვამხნევებ, ვეუბნები, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ცუდზეც აღარ ვლაპარაკობ, მით უმეტეს, შვილები მყავს და სულ ვცდილობ, მათ დადებითი, მშვიდი გარემო შევუქმნა.

 

ისედაც, ცხოვრებაში ძალიან ბევრი ტრაგედია გადავიტანე: სამ წელიწადში მიყოლებით დავმარხე 43 წლის ახალგაზრდა ძმა, დედა და მამა – ამაზე დიდი განსაცდელი ადამიანისთვის რა უნდა იყოს?!. ამ ამბავმა დამანგრია, ერთხანს ვფიქრობდი, რომ ცხოვრება დამთავრდა და ახლა სიკვდილზე ფიქრი აღარ მინდა.

 

ყველაფერს განვიცდი, ყველას ტრაგედია გულს მტკენს და ამიტომაც ვცდილობ, აღარ მოვუსმინო“, – აცხადებს ნატო გელაშვილი „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.

ავტორი: Prime Time

X