10:55 | 2020-12-27 ავტორი: Prime Time

27 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა – ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 1 097 დაინფიცირდა, გარდაიცვალა 25, გამოჯანმრთელდა 3 208 პაციენტი

27 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა – ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 1 097 დაინფიცირდა, გარდაიცვალა 25, გამოჯანმრთელდა 3 208 პაციენტი

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 1 097 დაინფიცირდა, გარდაიცვალა 25, გამოჯანმრთელდა 3 208 პაციენტი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  8 394  კვლევა ტესტით, მათ შორის 3 993 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 401 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 097 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  221 605-ს.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 208 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  203 547-მდე.

 

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 377 პირი ემსხვერპლა,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ავტორი: Prime Time

X