
FDA-ის საკონსულტაციო კომიტეტის განცხადებით, Moderna-ს კორონავირუსის ვაქცინამ სახის კოსმეტიკური ფილერების მქონე ზოგიერთ ადამიანში შესიება და ანთება გამოიწვია.
ინფორმაციას Foxnews-ი ავრცელებს.
ექიმის, შირლი ჩიმის განცხადებით, იმუნური რეაქცია, რომელსაც ვაქცინა იწვევს, უფრო ძლიერია იმ ადგილებში, სადაც ორგანიზმში არაბუნებრივი ნივთიერებებია.
„ასე რომ, ლოგიკურია, რომ იმუნურ პასუხს ნახავდით გარკვეულ ადგილებში, სადაც ისინი ხედავენ რაიმე ნივთიერებას, რომელიც არ არის თქვენს სხეულში ბუნებრივი“,- აცხადებს ექიმი.
შირლის თქმით, პაციენტებს ჰქონდათ შეშუპება და ანთება იმ მიდამოებში, სადაც გამოყენებული იყო ფილერი.
მედიკოსის განცხადებით, მიუხედავად ამ გვერდითი ეფექტისა, ვაქცინის მიღება არ უნდა შეწყდეს.
„ყველა პაციენტს უმკურნალეს და რეაქციები ჩაცხრა“, – აცხადებს შირლი ჩიმი.























