
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც კორონავირუსით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არიან ინფიცირებული ყნოსვის პრობლემები აღენიშნებათ – ამჯერად ისინი არა სუნის შეკრძნების დაკარგვას უჩივიან, არამედ ისინი არარსებულ სუნს გრძნობენ.
კერძოდ, გამოცემა Sky News-ის ცნობით პაციენტები „უსიამოვნო მოტკბო სუნს“ გრძნობენ, რომელიც ძალიან წააგავს თევზის ან გოგირდის სუნს.
ბრიტანეთის ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის (ENT UK) პრეზიდენტის ნირმალ კუმარის განცხადებით, ამ სიმპტომს პაროსმია ეწოდება.
ნირმალ კუმარმა განმარტა, რომ კორონავირუსი ადამიანის ცხვირის ღრუს ნერვულ უჯრედებზე მოქმედებს და მათ ფუნქციონირებას არღვევს. მან ასევე აღნიშნა, რომ პაროსმია ყველაზე ხშირად ახალგაზრდებში და ინფიცირებულ ადამიანებთან კონტაქტის მქონე ექიმებში აღინიშნება.























