11:57 | 2020-12-28 ავტორი: Prime Time

ელისაშვილი “ევროპულ საქართველოში” მომხდარი კონფლიქტის შესახებ ალაპარაკდა – რატომ მიდის ხოშტარია

ელისაშვილი “ევროპულ საქართველოში” მომხდარი კონფლიქტის შესახებ ალაპარაკდა – რატომ მიდის ხოშტარია

დიდი ხანია, კონფლიქტი და აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდათ, – ასე ეხმაურება “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ელენე ხოშტარიას “ევროპული საქართველოდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

ელისაშვილის თქმით, ელენე ხოშტარია პარტია “მოქალაქეების” წევრი არ იქნება და მისი პოლიტიკური მომავალი მისთვის უცნობია.

 

“ელენე ხოშტარიას და “ევროპული საქართველოს” ლიდრებს რომ კონფლიქტი ჰქონდათ და უთანხმოება, დიდი ხნის განმავლობაში, ეს ჩვენთვის ცნობილი იყო. შემდეგ რას გააკეთებს ხოშტარია, არ ვიცი. არც ის ვიცი, რაიმე კონკრეტული მიზეზი გახდა თუ არა მოტივატორი, რამაც მისი გადაწყვეილება დააჩქარა, თუმცა ის ჩვენს პარტიაში ნამდვილად არ იქნება. ძალიან დიდი ხანია, აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდათ ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით” – განაცხადა ალეკო ლისაშვილმა.

 

ელენე ხოშტარია პარტიიდან მიდის?! – დღეს ის ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადებს

ავტორი: Prime Time

X