
საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე, ელექტროენერგიის ტარიფი მნიშვნელოვნად იზრდება, თუმცა რამდენით მოიმატებს გადასახადის მაჩვენებელი, ჯერჯერობით, უცნობია.
ეკონომიკის ექსპერტი, აკაკი ცომაია “პრაიმტაიმთან” საუბრისას აცხადებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა არა მარტო საზოგადოების რიგით წევრებზე, არამედ ბიზნესზეც უარყოფითად აისახება.
„ცხადია,რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ცხოვრებას გააძვირებს. ცხადია, რომ გაიზრდება არა მხოლოდ ელექტროენერგიის გადასახადი, არამედ გაიზრდება პროდუქტის თვითღირებულებაც, ეს ეკონომიკის ზრდის ეტაპზეც უარყოფით გავლენას მოახდენს.
ამ ვითარების ფონზე, მოსახლეობის უფრო მცირე ნაწილი ისარგებლებს ხელისუფლების ელექტროენერგიის დაფინანსების შეღავათით, რადგან ადამიანს გაუძვირდება ტარიფი და ვერ მოახერხებს ხელისუფლების სუბსიდირების პროგრამაში ჩართვას. რამდენით აპირებენ ტარიფის გაზრდას, ამის შესახებ ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს“,- განაცხადა ცომაიამ.






















