
თუ ჭარბი წონა გაწუხებთ და მოტივაციის ნაკლებობას განიცდით, იქნებ ბათუმელი გოგო, რომელმაც 120 კილოგრამი დაიკლო, თქვენი მთავარი მოტივატორი გახდეს.
როგორ მოახერხა 3 წელში 120 კილოს დაკლება გოგომ, რომელიც 185 კილოგრამს იწონიდა – ამის შესახებ სოფო თავად საუბრობს:
„თავიდან, 10 თვეში 75 კილო სწორი კვებით დავიკელი. ტკბილსაც ვიღებდი, პურსაც, საათობრივად ვიკვებებოდი – დღეში 5-ჯერ.
კალორიები არ დამითვლია, გრამობით ვიკვებებოდი. მაგალითად, დილით 1 ცალ ბანანს, 2 ცალ კივს, 1 ფორთოხალს. 12 საათზე 1 ნაჭერ პურს და ნაკლებად მარილიან ყველს ვჭამდი. 3 საათზე ხორციან წვნიანს ვჭამდი, 7 საათზე კი წიწიბურას.
თუ ძალიან მომშივდებოდა, გავგიჟდებოდი და პანიკა დამემართებოდა, საღამოს 1 ცალ ვაშლს ვჭამდი. 2 კვირაში ერთხელ რაციონს ვცვლიდი. მაგალითად, მოხარშულ, ან გრილზე შემწვარ თევზს მივირთმევდი. ყველაფერს ვჭამდი. 185 კილოგრამს რადგან ვიწონიდი, ენდოკრინოლოგს მივმართე. ახლა 65 კილო ვარ.
შემდეგ, ისევ მოვიმატე და ბარიატრიულს მივმართე“, – ჰყვება სოფო „ნანუკას შოუში“.






















