23:38 | 2020-12-29 ავტორი: Prime Time

ვერ გეტყვით როდის, მაგრამ ეს მოხდა ჩემს ცხოვრებაში – ლევან რატიანი 

ვერ გეტყვით როდის, მაგრამ ეს მოხდა ჩემს ცხოვრებაში – ლევან რატიანი 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, მას ორგანიზმში ანტისხეულები ჭარბად აღმოაჩნდა. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

 

როგორც იგი ამბობს, არ იცის კორონავირუსი როდის გადაიტანა.

 

პრემიერმა დაასახელა დრო, როდის შეიძლება შემსუბუქდეს შეზღუდვები
2020-12-29პრემიერმა დაასახელა დრო, როდის შეიძლება შემსუბუქდეს შეზღუდვები

 

„მე ვარ რეანიმატოლოგი. ყოველდღიურად მაქვს შემოვლაზე 140-145 პაციენტთან კონტაქტი. ხშირად ვიტარებდი ტესტებს, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში დადებითი PCR ტესტი არ გამოვლენილა, მაგრამ როდესაც ჩავიტარე ანტისხეულები, აღმოჩნდა ჭარბად, ანუ დაავადება გადავიტანე უსიმპტომოდ. ვერ გეტყვით როდის, რა პერიოდში, თუმცა ეს მოხდა ჩემს ცხოვრებაში“,- განაცხადა ლევან რატიანმა.

ავტორი: Prime Time

X